ქობულეთი - საინვესტიციო უძრავი ქონების ახალი ნიშნული

როგორ იქმნება საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ბაზარი?

უძრავი ქონება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. გასული წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორში 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის 10.1%-ით ზრდაში 1.1%-იანი წვლილი შეიტანა.

ნაკლები რისკით, მაღალი უსაფრთხოებითა და სტაბილური ზრდის მაჩვენებლით, საინვესტიციო უძრავი ქონების მესაკუთრეობა კაპიტალის დაბანდების ერთ-ერთი ყველაზე სანდო აქტივია.

საინვესტიციოდ უნიკალურმა გარემომ, ყოველწლიურად მზარდმა ტურიზმმა, ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივემ, კორუფციის დაბალმა მაჩვენებელმა და ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემომ განაპირობა გლობალური ბრენდების, საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და მობილიზება ქვეყანაში.

Ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ფორმირება 2005 წლიდან იწყება. ახალი კომპლექსების, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან და სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ბათუმმა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე სახელი მნიშვნელოვნად გაითქვა, რითაც უამრავი საერთაშორისო ინვესტორის ინტერესებში მოხვდა.

ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალურ ტურისტულ ნაწილში, პრემიუმ საცხოვრებლის კვადრატული ღირებულება 350$-400$ს-ს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს, უახლესი მონაცემებით, პირველი ზოლის მაღალი კლასის საინვესტიციო უძრავი ქონების კვ.მ-ის ღირებულება, 2500$-3000$-ს უტოლდება.

800-900%-იანი ზრდის მაჩვენებლით, ბათუმი დუბაის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო ეპიცენტრის საუკეთესო პრაქტიკას იმეორებს, სადაც მაღალი სეგმენტის აპარტამენტის კვადრატული ღირებულება 1000$-დან, საშუალოდ 7000$-8000$-მდე გაიზარდა და 700-800%-იანი ზრდა დააფიქსირა.

Galt & Taggart-ის კვლევების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში, ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს მედიუმ და პრემიუმ სეგმენტის კომპლექსების მშენებლობა, რაც ერთგვარად ბაზრის გაჯერებულობაზე მიგვითითებს.

საინვესტიციო უძრავი ქონების მიმზიდველობის ერთ-ერთი განმაპირობებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, პრემიალური ლოკაციაა. Ბათუმის შემთხვევაში, პირველ სანაპირო ზოლზე უცვლელად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბუნებრივად შექმნილი დეფიციტისა და მიწოდების პარალელურად, იმატებს მაღალი კლასის უძრავი ქონების ღირებულება, რაც ბაზრის რელოკაციისა და განვითარების, უკვე ახალი პრემიუმ ადგილმდებარეობის ათვისების წინაპირობა ხდება.

2-1692966859.png

ქვეყნის დინამიკურად განვითარების სინქრონულად, იწყება პრემიუმ ბაზრის სატურაცია, რითაც იკვეთება ალტერნატიული და ერთი მხრივ, კონკურენტული ბაზრის შექმნის შესაძლებლობა, რითაც ინოვაციური პროექტები ბათუმის პირველი სანაპირო ზოლიდან ინაცვლებენ ქობულეთის, გონიოს, შეკვეთილის, კვარიათის, ბუკნარის პირველ სანაპირო ზოლზე.

ახალი პრემიუმ ლოკაციების პრე-საინვესტიციო ბუმამდე, ამ ტიპის პოტენციალი გონიერი ინვესტორებისთვის მასშტაბურ საინვესტიციო შესაძლებლობას ქმნის.

Ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის სრულყოფილად ფორმირების შემდგომ, აჭარის განვითარება გრძელდება შავიზღვისპირეთის საუკუნოვანი კურორტი ქობულეთით, რომელიც სანაპიროსთან ყველაზე ახლოს, ზღვის დონიდან მხოლოდ 3-5 მეტრის სიმაღლეზე არის გაშენებული.

რა უპირატესობები აქვს ქობულეთის საინვესტიციო უძრავ ქონებას?

უნიკალური ლოკაცია - ქობულეთი აჭარის ქალაქებს შორის ზღვასთან ყველაზე ახლოს გაშენებული კურორტია, რომელიც ხასიათდება უნიკალური გამაჯანსაღებელი ფაქტორებითა და ბუნებრივი ლანდშაფტით, ასევე არის სტრატეგიულად ახლოს ყველა მნიშვნელოვან ლენდმარკთან,თუ რეკრეაციულ ზონასთან, ისევე როგორც ბათუმთან, რითაც იზრდება ქობულეთში დაწყებული მაღალი სეგმენტის კომპლექსების საინვესტიციო მიმზიდველობა, ხოლო პრემიალური ლოკაცია როგორც ყველა უძრავი ქონებისთვის, ხდება ფასის ზრდის ერთგვარი სტიმულანტი.

ველნეს უძრავი ქონება, როგორც ახალი საინვესტიციო რეალობა - მოთხოვნა ველნეს უძრავი ქონებისადმი, ყოველწლიურად იზრდება, ბაზრის ღირებულება 2023 წლის მონაცემებით 980 მილიარდი დოლარია, რომელიც 2033 წლისთვის 2,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ჯანმრთელობას, სეზონურობა არ აქვს- სწორედ ამიტომ, ველნეს კომპლექსების დატვირთულობა ქობულეთში, რეგულარულად იქნება უზრუნველყოფილი.

ველნეს კომპლექსების Საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურა - Upscale ინფრასტრუქტურა, გადამწყვეტ როლს თამაშობს კომპლექსის ღირებულების ზრდაში. როგორც წესი, მაღალშემოსავლიანი ინვესტორები უპირატესობას პრემიუმ სეგმენტის, მაღალი სტანდარტის, ველნეს კომპონენტებით გაჯერებულ კომპლექსებს ანიჭებენ, რომელშიც სხვა ტიპის ტურისტზე 130%-ით მეტს ხარჯავენ. ქობულეთი სწორედ Upscale მულტიფუნქციური კომპლექსების ჰაბად ყალიბდება, რომელიც ინოვაციური კონცეფციითა და დატვირთვით, მსყიდველუნარიან მოგზაურებს მოიზიდავს როგორც რეგიონში, ისე თავად პროექტში.

ვიზიტორებისა და ველნეს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა - ვიზიტორების ზრდა, პირდაპირპროპორციულად პროვოცირებს მოთხოვნას საცხოვრებელ კომპლექსებზე და შედეგად, უძრავი ქონების ღირებულების მატებას იწვევს. ვინაიდან საერთაშორისო, თუ ლოკალური ვიზიტორების რაოდენობა ქობულეთში დინამიკურად მზარდია და ველნეს ინვესტიციის განხორციელება აქ სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, მოთხოვნა უძრავ ქონებაზე ქობულეთში სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

ველნეს ტურიზმის კულტურა და ისტორიული მეხსიერება - ქობულეთი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ და მთავარ დასასვენებელ, გამაჯანსაღებელ კურორტად ითვლებოდა, რომელსაც მოგზაურები მსოფლიოს წამყვანი ქალაქებიდან, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და თერაპიული პროცედურების ჩასატარებლად სტუმრობდნენ. თავის მხრივ კი, ბათუმთან სიახლოვე, უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდიდა აქ დასვენებას. კურორტი ოდითგანვე იდეალურ ადგილს წარმოადგენდა მრავალგვარი თერაპიებისა და პროცედურების ჩატარებისთვის, როგორიცაა ჰელიოთერაპია, წყლის თერაპია, აეროთერაპია, პელოთერაპია, ასევე ძვალ–სახსრების, გასტროენტეროლოგიური, ნერვული, რესპირატორული და რეპროდუქციული დაავადებების მკურნალობისთვის.

ქობულეთის ახალი საინვესტიციო რეალობა

ქობულეთის საინვესტიციო ბაზარი სულ უფრო და უფრო ახლოსაა ბათუმის პრაქტიკაზე დაყრდნობით შექმნილ, საინვესტიციო ბუმთან. ქალაქში წლიდან წლამდე ინვესტორების რაოდენობა სულ უფრო იზრდება და მის პერსპექტიულობას ისიც ამყარებს, რომ ქობულეთში ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთმა დეველოპერმა დაანონსა მასშტაბური პროექტი, რომელიც ქალაქის, როგორც ველნეს საინვესტიციო ეპიცენტრის დაპოზიციონირებას ემსახურება.

ქობულეთის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკურორტო პოტენციალის ათვისების პარალელურად, ქალაქის უძრავი ქონების ფასი წლიდან წლამდე 20-25%-ით იზრდება, რა მაჩვენებელიც კიდევ უფრო მოიმატებს ველნეს რუკაზე ქობულეთის მონიშვნით.

ქობულეთის, როგორც აჭარის საინვესტიციო ეპიცენტრად ჩამოყალიბების პროცესი დაწყებულია, პრე-საინვესტიციო ბუმის უპირატესობა, კონკურენტული ღირებულება, ფასის ზრდის მაღალი პროგნოზირება ქალაქს ახალ, ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე გონივრულ საინვესტიციო ნიშნულად აქცევს.

(R)