რომელი ბანკები იხდიან ყველაზე მეტ მოგების გადასახადს

კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, წელს, ორი კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე მეტი მოგების გადასახადი საქართველოს ბანკზე, თბს-სა და ლიბერთი ბანკებზე მოდის.

უფრო კონკრეტულად, "ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინფორმაციას ბანკების მიერ 2023 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით გადახდილი მოგების გადასახადის შესახებ:

  • საქართველოს ბანკი - 114.145 მლნ;
  • თბს ბანკი - 92.655 მლნ;
  • ლიბერთი - 6.572 მლნ;
  • ქართუ ბანკი - 4.761 მლნ;
  • პროკრედიტ ბანკი - 4.566 მლნ;
  • ბაზის ბანკი - 2.879 მლნ;
  • იშბანკი - 2.644 მლნ;
  • ხალიკ ბანკი - 2.228 მლნ ლარი
  • კრედო ბანკი - 1.686 მლნ;
  • ტერა ბანკი - 332.2 ათასი ლარი

აღსანიშნავია, რომ სილქ ბანკის, პაშასა და ზირაათ ბანკების ანგარიშგებაში, მოგების გადასახადის გრაფაში 0 ფიქსირდება.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადის მოცულობა 232 მილიონ ლარს აღემატება.

რაც შეეხება ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებელს, მეორე კვარტალის მდგომარეობით, 15 კომერციული ბანკიდან 3 ბანკი გავიდა ზარალზე, სხვა ყველა კი მომგებიანი იყო. 6 თვეში ბანკების წმინდა მოგებამ 1,258 მლრდ ლარი შეადგინა.

თუმცა, გასული წლების მსგავსად საბანკო სექტორის მოგების დიდი წილი, 86.6% მხოლოდ ორ ბანკზე - „თიბისისა“ და „საქართველოს“ ბანკზე მოდის. ანგარიშგებების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში „თიბისის“ მოგებამ 530 344 091 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკის“ კი, 651 080 790 ლარი.

ნინი ქეთელაური