Роснефт-ის წმინდა მოგება გაიზარდა, შემოსავლები კი შემცირდა

Роснефт-მა 2023 წლის მეორე კვარტლისა და პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა. კომპანიის წმინდა მოგებამ ექვსი თვის განმავლობაში შეადგინა 652 მილიარდი რუბლი (+45,2%), ბოლო კვარტალში - 329 მილიარდი რუბლი. (+1,9%). თუმცა, შემოსავალი, პირველ ექვს თვეში წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 25.3%-ით შემცირდა, 2022 წელს, ის 3,87 ტრილიონი რუბლი იყო. ასევე შემცირდა EBITDA - 1,4 ტრილიონი რუბლამდე, მინუს 5,1%.

კომპანიაში შემოსავლის შემცირებას ხსნიან „შავ ოქროზე“ ფასების რყევებით, და opec+-ის გადაწყვეტილებით, რომელიც ნავთობმოპოვების შემცირებას ითვალისწინებდა.

Роснефт -ის უმსხვილესი აქციონერები არიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Rosneftegaz (40.4%), BP Russian Investments Limited წილით 19.75%, ყატარული კომპანია QH Oil Investments (18.46%), და შპს RN-Neft capitalinvest-ი 9.6%. 2022 წლის თებერვალში BP-მ გამოაცხადა, რომ ის ტოვებს Роснефт-ს, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ ინარჩუნებს წილს რუსულ კომპანიაში.

კოკა კვირკველია