საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოცვის იმპორტიორი ქვეყნების შვიდეულშია - კიდევ სად ვყიდით პროდუქტს

საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოცვის იმპორტიორი ქვეყნების შვიდეულშია. East-fruit-ის მონაცემებით, ქართულ მოცვს ბაზარზე 2%-იანი წილი უკავია.

საქართველოს გარდა, ემირატები მოცვს მაროკოდან, სამხრეთ აფრიკიდან, ჰოლანდიიდან და პერუდან ყიდულობდა, გასულ წელს კი ამ ქვეყნების რიცხვი კიდევ 22-ით გაიზარდა.

2020-21 წლებში ქვეყანამ 211 ტონა პროდუქტი იყიდა, ერთი წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, შარშან კი ემირატებმა 982 ტონა მოცვი იყიდა.

საქართველოს მსგავსად, ქვეყნის ბაზარზე 2%-იანი წილი უკავია პოლონეთსა და ზამბიას, პერუს 3%, ნიდერლანდებს 13%, სამხრეთ აფრიკას 35%, ხოლო მაროკოს - 36%.

რაც შეეხება საქართველოდან სხვა ქვეყნებში ექსპორტირებულ მოცვს, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ნახევარში, პროდუქტი ემირატების გარდა ასევე შემდეგმა ქვეყნებმა შეიძინეს:

  • რუსეთი - 16.7 მლნ აშშ დოლარის 2 809 ტონა
  • სომხეთი - 559.5 ათასი აშშ დოლარის 64.2 ტონა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 347.8 აშშ დოლარის 40.4 ტონა
  • პოლონეთი - 175 ათასი აშშ დოლარის 36.9 ტონა
  • ნიდერლანდები - 166 ათასი აშშ დოლარის 24.5 ტონა
ეკა დარჩიაშვილი