ევროზონაში ინფლაცია კვლავ აჩქარდა

აგვისტოში ევროზონის ინფლაციამ 5,3% შეადგინა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სექტემბერში ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთებს ზედიზედ მეათედ გაზრდის. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები აგვისტოში ინფლაციის 5,1%-მდე გაზრდას წინასწარმეტყველებდნენ.

ინფლაციის მაჩვენებლის შენარჩუნების მთავარი მამოძრავებელი იყო ენერგორესურსების ფასები: წლიური თვალსაზრისით, ისინი განაგრძობდნენ კლებას, მაგრამ ერთ თვეში 3,2%-ით გაიზარდა.

საბაზო ინფლაცია, რომელიც ისეთ საქონელზე ადგენს ფასებს, როგორიცაა საკვები, ალკოჰოლი, თამბაქო და ენერგია, ივლისის 5,5%-დან აგვისტოში 5,3%-მდე დაეცა.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს მაჩვენებელია ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალური პირებისთვის, რომლებმაც ორ კვირაში უნდა შეაფასონ, შეუძლია თუ არა ევროზონაში ეკონომიკური ზრდის შესუსტებას საკმარისად შეამციროს ფასების ზეწოლა და საბოლოოდ ინფლაციის დაწევა სასურველ 2%-მდე გამოიწვიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეეძლოთ ზედიზედ 10-ჯერ გაეზარდათ განაკვეთი.

აგვისტოში ყველაზე მაღალი წლიური ინფლაცია სლოვენიაში (9.6%), ხორვატიასა (8.5%) და ავსტრიაში (7.6%) დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი - ბელგიაში (2.4%), ესპანეთსა (2.4%) და კვიპროსში (3%).

ეკა დარჩიაშვილი