ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ტოპ ათეული - ვინ არ თმობს “მსოფლიოს ლიდერის“ სტატუსს

ნავთობის ინდუსტრია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავმა გლობალურმა კრიზისმა შეარყია და მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი ცდილობს შეამციროს ნავთობის მოხმარება ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, გასულ წელს თითქმის 90 მილიონი ბარელი შავი “ოქრო“ მაინც იქნა წარმოებული.

საინტერესოა, რომელი ქვეყანა აწარმოებს ყველაზე მეტს? წარმოგიდგენთ BP-ის 2022-2023 წლის რეიტინგს:

შეერთებული შტატები: 17,770 მილიონი ბარელი დღეში

შეერთებულმა შტატებში, მხოლოდ ტეხასში ნავთობის 40%-ზე მეტი იწარმოება. აშშ იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შემოიღო ჰორიზონტალურად ბურღვა.

ტურბულენტობის მიუხედავად, აშშ-ს ნავთობის მოპოვება 2021 წელს 16,585 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, ხოლო გასულ წელს - 17,770 მილიონი ბარელი იყო, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად მაღალი მაჩვენებელია.

საუდის არაბეთი: 12,136 მილიონი ბარელი დღეში

საუდის არაბეთი რჩება მსოფლიოში სიდიდით მეორე ნავთობის მწარმოებელ ქვეყანად.

2018 წელს ყოველდღიურად იწარმოებოდა 12,2 მილიონ ბარელზე მეტი, რაც 2019 წელს 11,8 მილიონამდე დაეცა. 2020 წლის აპრილში საუდის არაბეთმა წარმოების მაჩვენებელი 11,039 მილიონ ბარელამდე შეამცირა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაეცა 2021 წელს- 10,954 მილიონ ბარელამდე. თუმცა შარშან წარმოება ოთხწლიანი მაქსიმუმდე გაიზარდა და 12,136 მილიონ ბარელს მიაღწია.

რუსეთი: 11,202 მილიონი ბარელი დღეში

რუსეთი OPEC+-ს 2016 წლის ბოლოს შეუერთდა, რათა გლობალური ფასების გასაზრდელად წარმოება შეეზღუდა, თუმცა შეთანხმების შესრულება უჭირდა.

2018 წელს ქვეყნის წარმოებამ დააფიქსირა ზღვრული ზრდა- დღეში 11,562 მილიონი ბარელიდან -11,679 მილიონ ბარელამდე. ითვლებოდა, რომ 2020 წლის დასაწყისში რუსეთის ნავთობის წარმოება 20%-მდე კორონავირუსის გავრცელების შედეგებმა შეამცირა.

უახლესი ანგარიში აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციამ გასულ წელს 11,202 მილიონი ბარელი ნავთობი აწარმოა, ხოლო ნედლი ნავთობი ევროპის ნედლი ნავთობის ექსპორტის 23%-ს შეადგენს.

კანადა: 5,576 მილიონი ბარელი დღეში

2021-2022 წლებში კანადაში ნავთობის წარმოება გაიზარდა 3%-ით და დღეში 5,576 მლნ ბარელს მიაღწია. ბოლო ანგარიშები ვარაუდობენ, რომ კანადაში ნავთობის მოპოვებამ შესაძლოა, პიკს 2026 წელს მიაღწიოს.

ერაყი: 4,520 მილიონი ბარელი დღეში

2019 წელს მისმა დღიურმა წარმოებამ 4,779 მილიონი ბარელი შეადგინა. 2021 წელს ქვეყნის ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დაეცა, ერაყი აწარმოებდა 4,102 მილიონ ბარელს დღეში. მაგრამ ეს მაჩვენებელი 2022 წელს დღეში 4,520 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.

ჩინეთი: 4,111 მილიონი ბარელი დღეში

ჩინეთი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და მეორე უმსხვილესი მომხმარებელია მსოფლიოში. ქვეყანა 2020 წელს აწარმოებდა 3,901 მლნ ბარელს დღეში, ხოლო 2021 წელს 3,994 მლნ ბარელს. The New York Times-ის ცნობით, 2021-დან 2022 წლამდე, ჩინეთის ნავთობისა და გაზის მოხმარება/ მოპოვება შარშან პირველად ათწლეულების განმავლობაში დაეცა.

არაბთა გაერთიანებული საამიროები: 4,020 მილიონი ბარელი დღეში

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 2017 წელს ნავთობის მოპოვება ჭარბი მიწოდების პრობლემის გადასაჭრელად შეამცირეს. თუმცა, მისი გამომუშავება კვლავ დაბრუნდა. წარმოებისა და მოხმარების ამჟამინდელი ტემპით, ქვეყანას თითქმის 300-წლიანი რეზერვი აქვს.

არაბეთის გაერთიანებული საემიროები 2019 წელს აწარმოებდნენ 3,999 მილიონ ბარელ ნავთობს დღეში, თუმცა ეს მაჩვენებელი 2020 წელს 3,693 მილიონ ბარელამდე შემცირდა. გასულ წელს ნავთობის მოპოვება დღეში 4,020 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.

ირანი: 3,822 მლნ ბარელი დღეში

ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ირანი ნავთობის სადგურად ითვლებოდა. თუმცა, მისი გავლენა ინდუსტრიაში შემცირდა, რადგან სხვა ქვეყნებმა დაიწყეს ნავთობის საკუთარი მარაგების გამოყენება. ირანის ნავთობის მოპოვება და ექსპორტის მაჩვენებლები კიდევ უფრო დაეცა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ.

ქვეყანაში 2020 წელს გამომუშავება 3,084 მილიონ ბარელამდე შეამცირა. თუმცა კლების ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ირანი დღეში საშუალოდ 3,822 მილიონ ბარელს აწარმოებს და არის ვარაუდი, რომ 2023 წლისთვის წარმოება დღეში 4 მლნ ბარელამდე გაიზრდება.

ბრაზილია: 3,107 მილიონი ბარელი დღეში

COVID-19-ის ძლიერმა ზემოქმედებამაც კი ვერ შეაჩერა ბრაზილიის ნავთობის მოპოვება, რომელმაც 2020 წელს ეს მაჩვენებელი დღეში 3,03 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. 2022 წელს ნავთობის მოპოვებამ 3,107 მილიონამდე მოიმატა.

ქუვეითი: 3,028 მილიონი ბარელი დღეში

ნავთობი და გაზი ქუვეითში დიდი ბიზნესია, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტს და მისი ექსპორტის დაახლოებით 95%-ს შეადგენს. ქუვეითის ნავთობის მოპოვებამ ბოლო წლებში მოიმატა. ქვეყანამ 2020 წელს დღეში 2,695 მილიონი ბარელი აწარმოა. 2022 წელს კი მაჩვენებელი 3.028 მილიონამდე გაიზარდა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი