“გამარჯობა, ბარბი!“- რა ხდება მრავალმილიარდ დოლარიანი ბრენდის მიღმა

ეჭვგარეშეა, რომ Barbie მსოფლიოში სათამაშოების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანებს და ყველა სქესის წარმომადგენლებს უყვარს.

Mattel-ის თანახმად, ბარბი იყიდება 150 ქვეყანაში და აქვს პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც მოიცავს 50 კატეგორიას, მათ შორის ტანსაცმელს, ფიტნესს და საკვებსაც კი. მოდით გადავხედოთ რამდენიმე ფიგურას ცნობილი სათამაშოს უკან და გავარკვიოთ, როგორ იქცა ის მრავალმილიარდ დოლარიან ბრენდად.

meoregvbhj-1693565421.jpg

ბარბის თოჯინები და პროდუქცია: ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარზე მეტი

Mattel ბარბის თოჯინების და მასთან დაკავშირებული საქონლისა და აქსესუარების გაყიდით, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებს.

ელეგანტურ შავ-თეთრი საცურაო კოსტუმში და ნათელი წითელი პომადით გაპრანჭული პირველი თოჯინა თაროებზე 1959 წლის მარტში გამოჩნდა.

პირველივე წელს ბარბის დაახლოებით 300 000 ერთეული გაიყიდა. თითოეული 3 დოლარი ღირდა. თუმცა დღეს, ორიგინალი თოჯინის შეძენა აუქციონზე 25 000 დოლარზე მეტად არის შესაძლებელი.

თოჯინის გამოშვების დღიდან Mattel-მა ბრენდის დივერსიფიკაცია მოახდინა და მოიცავს სხეულის ცხრა ტიპს, 35 კანის ფერს და თითქმის 100 ვარცხნილობას. თავად პერსონაჟს - ბარბის, ასევე 250-ზე მეტი პროფესია აქვს. ის არის ექიმი, პრეზიდენტი, ასტრონავტი, პოპ ვარსკვლავი და ა.შ.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ 2018 წელს ბარბის თოჯინებიდან და სათამაშოებიდან მოიზიდა 1,1 მილიარდი დოლარი, 2019 წელს 1,15 მილიარდი დოლარი, 2020 წელს კი 1,35 მლრდ დოლარი. თუმცა გაყიდვები 2022 წელს დაეცა 1,5 მილიარდ დოლარამდე დაეცა. მაგრამ მიმდინარე წელს ეკრანებზე Barbie-ს ფილმი გამოჩნდა, რომელმაც ყველანაირი რეკორდი უკვე მოხსნა და კომპანიაც დიდ მოგებას ელის. აღსანიშნავია, რომ შემოსავლის ნახევარზე მეტი გენერირდება ამერიკასა და კანადაში.

Mattel-ის ცნობით, ყოველ წუთში 100 ბარბის თოჯინას აწარმოებენ, ხოლო ერთი Barbie Dreamhouse ყოველ ორ წუთში იყიდება.

mesamedankl-1693565454.jpg

ფილმი: 1.2 მილიარდი დოლარი

ბარბის მანიამ პიკს მიაღწია ამ ზაფხულს, როდესაც ფილმი ივლისში, დიდ ეკრანზე გამოვიდა. ნამუშევარმა გლობალურად 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. გრეტა გერვიგი ისტორიაში პირველი ქალი რეჟისორია, რომელმაც სალაროებში 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

წარმოების სოლიდური ხარჯების გარდა, ბარბის ასევე გააჩნდა 150 მილიონი დოლარის მარკეტინგული ბიუჯეტი. ვრცელი მარკეტინგული კამპანია მოიცავდა ბილბორდებს, სადაც ნაჩვენები იყო ფილმის გამოსვლის თარიღი მსოფლიოს ქალაქებში და სხვა აქსესუარები.

meotxesgbahjkn-1693565483.jpg

ანიმაციური პროექტები: 695 მილიონ დოლარზე მეტი

წლების განმავლობაში შეიქმნა 42 ანიმაციური ბარბის ფილმი. ვარაუდობენ, რომ ფილმებმა ერთობლივად გამოიმუშავა 695 მილიონი აშშ დოლარი.

ყველაზე წარმატებული ანიმაციური ფილმია 2002 წელს “ბარბი რაპუნცელი“ გამოვიდა, რომელმაც გამოიმუშავა 200 მილიონი დოლარი. მომავალ წელს კი სრულიად ახალი ანიმაციური ფილმი, Barbie + Stacie to the Rescue გამოვა.

mexutenhjklm-1693565523.jpg

ვიდეო თამაშები: 14 მილიონ დოლარზე მეტი

ბარბის პირველი ვიდეო თამაში 1984 წელს, Commodore 64 კომპიუტერზე გამოვიდა. სიმულატორ თამაშში, მოთამაშეებს ევალებოდათ ბარბის ჩაცმა კენთან პაემნების სერიისთვის.

მას შემდეგ ბარბის თემაზე 70-ზე მეტი ვიდეო თამაში გამოვიდა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის PC, Nintendo, PlayStation და მობილური მოწყობილობებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბარბის ვიდეო თამაშებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი უცნობია, ყველაზე წარმატებული იყო 1996 წლის Barbie Fashion Designer. გაიყიდა თითქმის 400 000 ერთეული, რამაც გამოიმუშავა 14 მილიონი დოლარი.

დღეს ახალგაზრდებს შეუძლიათ შეიძინონ ყოველთვიური Barbie Magazine, რომელსაც თითოეულ ნომერში საჩუქრები და აქსესუარები მოყვება. თითო ნომერი 12 დოლარი ღირს.

სოციალური მედია და YouTube

Mattel-ის თანახმად, Barbie-ს ძლიერი სოციალური მედია მხარე აქვს, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავს სხვადასხვა პლატფორმაზე.

Instagram ანგარიში @BarbieStyle 2014 წელს ამოქმედდა. ამჯამად გვერდს 2,6 მილიონი გამომწერი ჰყავს და გავრცელებული ინფორმაციით არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ანგარიში. იმავდროულად, მთავარ @Barbie ანგარიშს ამჟამად 3.6 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

Barbie YouTube არხს 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ კონტენტს მხოლოდ Mattel არ ქმნის: სათამაშოების გიგანტმა გამოავლინა, რომ ყოველწლიურად 18 მილიარდ წუთზე მეტს Barbie-ის თემატიკის მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი იზიარებს.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი