საშუალოვადიან პერსპექტივაში, ტრანსკასპიის მარშრუტზე მოძრაობის მოცულობა შესაძლოა, 5-ჯერ გაიზარდოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა. ინფორმაციას Report со, TASS-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტრანსკასპიური მარშრუტის მიზანია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში. საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ დერეფნის გასწვრივ მოძრაობის მოცულობა შესაძლოა, 5-ჯერ გაიზარდოს. ამისათვის ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები პარტნიორ ქვეყნებთან - ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსა და თურქეთთან“, - ნათქვამია ტოკაევის განცხადებაში.
მისი თქმით, აუცილებელია ბახტის გადაკვეთაზე ახალი „მშრალი პორტის“ აშენება, ამასთან აქთაუში საკონტეინერო ჰაბის მშენებლობის დაჩქარება და შუა დერეფნის გასწვრივ შავ ზღვაზე პორტის ობიექტების გაფართოება.
"უკვე დაწყებულია ყაზახური ტერმინალების მშენებლობა ჩინეთში, სიანში და საქართველოს პორტ ფოთში. ეს არის რეალური მაგალითები იმისა, თუ როგორ არის შერწყმული ჩინური მეგაპროექტი ჩვენს ეროვნულ ინიციატივებთან. სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზაცია. დამოკიდებულია ჩვენს კონსტრუქციულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ყველა მეზობელ ქვეყანასთან, გამონაკლისის გარეშე, მათ შორის რუსეთთან, ჩინეთთან, ჩვენს კარგ მეზობლებთან ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით შეიქმნა. პროექტს შემდეგ უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი შეუერთდა.
ამჟამად მარშრუტი ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ გადის. გასულ წელს კი ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს 2022-2027 წლების საგზაო რუკას, რომელიც ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებასა და „ვიწრო ადგილების“ ერთობლივ აღმოფხვრას ითვალისწინებს.
რაც შეეხება თვითბრუნვას, 2022 წელს შუა დერეფნის გასწვრივ და კასპიის ზღვის გავლით 1,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. ამ ტვირთების ტრანსპორტირება ყაზახეთის კურიკისა და აქტაუს პორტებიდან აზერბაიჯანის ალიათისა და ჰოვსანის პორტებში განხორციელდა. საკონტეინერო გადატვირთვების შედეგად ყაზახეთის ექსპორტი შუა დერეფნის გასწვრივ გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, 8-ჯერ გაიზარდა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 1,3 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 1,8-ჯერ მეტია. ამის შესახებ ყაზახეთის სარკინიგზო ოპერატორ კომპანია Kazakhstan Temir Joly-ს (KTZ) პრესსამსახურის განცხადებაში არის ნათქვამი.