არ ხდებოდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სამორიგეო ავტომობილზე კონტროლი - აუდიტი

არ ხდებოდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სამორიგეო ავტომობილზე კონტროლი, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

კერძოდ, როგორც ფინანსური სამსახურის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, სამორიგეო ავტომობილით ფაქტობრივად სარგებლობდა მხოლოდ ერთი თანამშრომელი.

„გამომდინარე იქიდან, რომ არ ხდებოდა ავტომობილზე კონტროლი, შეუძლებელი იყო მისი ყოველდღიური გადაადგილების და ლიმიტით განსაზღვრული საწვავის მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებისთვის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურს ექსპლუატაციაში შეიძლება ჰყავდეს ერთი განპიროვნებული და საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, ერთი სამორიგეო ავტომობილი. ფაქტობრივი მდგომარეობით, სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

373067570-327082326348469-6889256942591709703-n-1693984853.jpg

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამორიგეო ავტომობილი ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე.

სამსახურის განმარტებით, სამორიგეო ავტომობილით ფაქტობრივად სარგებლობდა მხოლოდ ერთი თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან, რომ არ ხდებოდა ავტომობილზე კონტროლი, შეუძლებელი იყო მისი ყოველდღიური გადაადგილების და ლიმიტით განსაზღვრული საწვავის მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებისთვის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა.

ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას − „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს“ 2021 წლის 28 ივლისამდე იყენებდა ერთ-ერთი თანამშრომელი, რაც შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან. მიღებული განმარტებით, თანამშრომელი საკუთარი სახსრებით სწევდა საწვავის და შეკეთების ხარჯებს. შემდგომ პერიოდში კი, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენებოდა განპიროვნებული ან სამორიგეო ავტომობილების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, თუმცა, როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, აღნიშნული ავტომობილისათვის საწვავის ხარჯვის ლიმიტი არ დადგენილა და ხარჯი არ გაწეულა,“- ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

სამსახურის რეკომენდაციით, ავტოპარკის არასამსახურებრივი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, სამორიგეო ავტომობილის გამოყენება განხორციელდეს სამსახურის უფროსის ან სხვა უფლებამოსილი პირის თანხმობით; ამასთან მნიშვნელოვანია, სამსახურმა შეიმუშაოს სპეციალური ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია სამორიგეო ავტომობილის გამოყენების საჭიროების და მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ.

თაია არდოტელი