რა იცვლება დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის "შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებით

"შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და. აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა უცხო­ე­ლი დამ­საქ­მებ­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­ქი­რა­ვე­ბა. ასე­ვე პი­რი­ქით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის და­ქი­რა­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ არე­გუ­ლი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ სა­კი­თხებს? - Ambebi.ge ად­ვო­კატს, ბიზ­ნეს სა­მარ­თლის ლექ­ტორ­სა და მე­დი­ა­ტორ ანა სამ­სო­ნი­ას ესა­უბ­რა.

- სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რად სტუმ­რო­ბენ უცხო­ე­ლე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი და­საქ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლი დამ­საქ­მებ­ლის მიერ?

- მად­ლო­ბა შე­კი­თხვის­თვის, სა­კი­თხი ნამ­დვი­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ვი­ნა­ი­დან, ად­გი­ლობ­რივ დამ­საქ­მე­ბელ­თან შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად მყოფ უცხო­ელს, ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­საქ­მებ­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი უცხო­ე­ლის და­საქ­მე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია შე­მოწ­მდეს ეს პირი სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად იმ­ყო­ფე­ბა თუ არა. თუ ეს სა­კი­თხი შე­მოწ­მდა და გა­ირ­კვა, რომ პირი კა­ნო­ნი­ე­რად იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მა­შინ შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­თან შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა, თუმ­ცა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა მისი რე­გის­ტრა­ცია მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა წარ­მო­ე­შო­ბა დამ­საქ­მე­ბელს. დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან, არა­უგ­ვი­ა­ნეს 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღი­სა, და­საქ­მე­ბუ­ლი და­ა­რე­გის­ტრი­როს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში.

დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ზემ­ოთხსე­ნე­ბულ სა­მი­ნის­ტროს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ მოხ­დე­ბა ამ პირ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვა­და­ზე ადრე შე­წყვე­ტა ან მისი მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა.

მე­ო­რე სა­კი­თხია, ვინ მი­იჩ­ნე­ვა ად­გი­ლობ­რივ დამ­საქ­მებ­ლად? - ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­საქ­მე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე, ამ­ხა­ნა­გო­ბა, უცხო­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ან სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ერ სა­ფუძ­ველ­ზე მცხოვ­რე­ბი პირი, რო­მელ­საც აქვს უფ­ლე­ბა, შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის არ მქო­ნე უცხო­ელ­თან და რო­მე­ლიც იყე­ნებს მის შრო­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რო­გორ შე­ა­მოწ­მოს დამ­საქ­მე­ბელ­მა პირი სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ე­რად იმ­ყო­ფე­ბა თუ არა?

- ამი­სათ­ვის, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ზღვრის კვე­თის შე­სა­ხებ ცნო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, და­საქ­მე­ბის კან­დი­და­ტი მას წა­რუდ­გენს დამ­საქ­მე­ბელს და ცნო­ბა­ში ასა­ხუ­ლი მო­ნა­ცე­მის ანა­ლი­ზი მოხ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის სხვა­დას­ხვა ლე­გა­ლურ გზებს, ერთ-ერ­თია შრო­მი­თი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა. შრო­მი­თი ბი­ნად­რო­ბა გა­ი­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­წარ­მეო ან შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზე, შრო­მით იმიგ­რანტზე შრო­მი­თი ბი­ნად­რო­ბის გა­ცე­მა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ბა­ზა­ში რე­გის­ტრა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია.

- თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე საქმდე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში რა ხდე­ბა?

- პირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ, შე­საძ­ლოა თა­ვად/და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­არ­ჩი­ოს დამ­საქ­მე­ბე­ლი და და­ი­წყოს მას­თან შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, პირ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ და­საქ­მე­ბის­თვის მი­მარ­თოს სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ას.

სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია შე­იძ­ლე­ბა იყოს იუ­რი­დი­უ­ლი პირი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე ან უცხო ქვეყ­ნის სა­წარ­მოს ან არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ფი­ლი­ა­ლი (წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, მუდ­მი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა), რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე უცხო­ე­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ შრო­მით მო­წყო­ბას­თან ან/და შრო­მით მო­წყო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას­თან.

სა­შუ­ა­მო­ავ­ლო კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია: იყოს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, იყოს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში; უცხო­ელ დამ­საქ­მე­ბელ­თან და­დოს შრო­მი­თი მო­წყო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა; მი­ი­ღოს ზო­მე­ბი უცხო­ე­ლი დამ­საქ­მებ­ლის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­მოწ­მებ­ლა; იმ პირ­თან, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ შრო­მით მო­წყო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს, და­დოს შრო­მით მო­წყო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა; შე­იძ­ლე­ბა მან­ვე და­დოს შრო­მით ემიგ­რან­ტთან შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უცხო­ე­ლი დამ­საქ­მებ­ლის და­ვა­ლე­ბით.

სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ შრო­მი­თი მო­წყო­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­სვლელ ემიგ­რანტს გამ­გზავ­რე­ბამ­დე მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, მან­ვე უნდა მი­ა­წო­დოს მას ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რაც შე­ე­ხე­ბა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი აქ­ტე­ბის მო­თხოვ­ნებს; და­საქ­მე­ბის ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის და გას­ვლის წე­სებს; იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­სა და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სფე­რო­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი; სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­სა და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნი­ას ევა­ლე­ბა აღ­რი­ცხოს პი­რე­ბი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ და­საქ­მე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წია და სხვ.

განაგრძეთ კითხვა