ჩინეთში რუსეთიდან იმპორტი რეკორდულად გაიზარდა

ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური კავშირი ძლიერდება. მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა 11.5 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტი განახორციელა ჩრდილოეთიდან, რაც ივლისის მაჩვენებელზე მეოთხედით მეტია. თვიური ზრდის დონე ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდია.

მიუხედავად ამისა, ორთვიანი ზრდის შემდეგ შემცირდა ექსპორტი რუსეთში, მთლიანი სავაჭრო ბრუნვა კი ამჟამად 155 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს წლის დასაწყისიდან დღემდე.

აღსანიშნია, რომ ორი ქვეყნის ვაჭრობა მკვეთრად გაიზარდა დასავალეთის მიერ კრემლზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რამაც შეცვალა სავაჭრო მარშრუტები და რუსული ტვირთები, დიდწლიად, აზიისკენ გადაამისამართა.

მოსკოვში იმედოვნებენ, რომ ჩინეთთან ვაჭრობა წლის ბოლომდე 200 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, გასულ წელს ეს რიცხვი 185 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

მართალია, ჩინეთი რუსული ენერგორესურსების მსხვილი შემსყიდველია, მაგრამ თანდათან ის მანქანებისა და ელექტრონული მოწყობილობების მიმწოდებელიც ხდება საერთაშორისო კომპანიების მიერ რუსული ბაზრის დატოვების შემდეგ.

სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ვაჭრობისთვის ევროსა და დოლარის ნაცვლად ჩინური ვალუტის გამოყენებაც დაიწყო. ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, ივლისში რუსული იმპორტის 34% და ექსპორტის 25% იუანში იყო.

კახი ჩაკვეტაძე