საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს არგიშთი კიარამიანის შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, არგიშთი კიარამიანის შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე სტუმრები სამსახურის სტრუქტურას, მანდატსა და არსებულ გამოწვევებს გაეცნენ. მხარეებმა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ყურადღება მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

ვიზიტის ფარგლებში მხარეები გამოცდილების გაზიარებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფის მიმართულებით კონკრეტული სამომავლო ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.