Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 დღეში 200 მილიარდი დოლარით შემცირდა

Apple-ის აქციების ღირებულება 3%-ით დაეცა, საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდი აშშ დოლარითაა შემცირებული ორი დღის განმავლობაში.

კლება ჩინეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება, გაახანგრძლივოს შეზღუდვა სამთავრობო სააგენტოების მიერ Iphone-ების გამოყენების თაობაზე.

ამასთან, მსოფლიოს მეორე უმსხვილეს ეკონომიკაში უძრავი ქონების კრიზისია, რაც საფრთხეს უქმნის ნებისმიერ საქონელზე მოთხოვნას, მათ შორის, ელექტრონულ მოწყობილობებზეც. აღსანიშნია, რომ Apple-ისთვის ჩინეთი უდიდესი უცხოური ბაზარია საკუთარი ნაწარმის გასაყიდად.

Apple-ის პრობლემებს ემატება ობლიგაციების გაყიდვებით აშშ-ს სახაზინო შემოსავლების ზრდა, რადგან კვლავ მოსალოდნელია, რომ ფედერალური რეზერვი ინფლაციასთან საბრძოლველად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს. ამ ამბავს კი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბაზარზე.

კახი ჩაკვეტაძე