გურიაში ჩამოწოლილმა მეწყერმა და ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანეს “ენერგო-პრო ჯორჯიას” კუთვნილი ელექტროქსელის ნაწილი.
როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები სტაბილურად მარაგდებიან ელექტროენერგიით. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს.
“კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ამ წუთებში აქტიურად მუშაობენ სტიქიის გამო დაზიანებული ქსელის აღდგენით სამუშაოებზე. აბონენტების ნაწილს უკვე მიეწოდა ელექტროენერგია. აღდგენით სამუშაოებს აფერხებს წამოწოლილი მეწყერის და ადიდებული მდინარეების გამო გამოწვეული დაზიანებებამდე მისასვლელი გზების ჩახერგვა. თუმცა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რომ შეძლებისდაგვარად დროულად მოხერხდეს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაა
კომპანიის ტექნიკური სამსახურის ცნობით, დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას აღუდგება ენერგომომარაგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.