შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.