„საჩხერე-ონის მიმართულებით გზა ჩამოიშალა და მოძრაობა პარალიზებულია“

„საჩხერე-ონი-ქუთაისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დაკეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ონის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნოდარი ბურდილაძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, საჩხერე-ონი-ქუთაისის მიმართულებით გზის ნაწილი ჩამოიშალა, სადაც ხიდის სამუშაოები მიმდინარეობს. ბურდილაძის ცნობითვე, ამ ეტაპზე გზა პარალიზებულია და მიმდინარეობს დადგენა თუ რა მოხდა.

საკითხთან დაკავშირებით, „ბიზნესპრესნიუსი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ინფორმაციას ცოტა ხანში გაავრცელებენ. დეპარტამენტის განცხადებას, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

376562200-7118500998180981-4867408733697804808-n-1694426802.jpg

თაია არდოტელი