ქვეყნები, რომლებიც ბოლო დროს წყალდიდობით ყველაზე მეტად დაზარალდა

წლევანდელი ზაფხული გამორჩეულად მძიმეა სამყაროსთვის. სტიქიური უბედურებები რიგრიგობით ატყდება თავს მსოფლიოს ამა თუ იმ წერტილს. აუტანელი სიცხის შემდეგ, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყნები ამჯერად წყალდიდობებით გამოწვეულ ზარალს ითვლიან.

ყველაზე მეტად, ბოლო პერიოდში წყალდიდობით საბერძნეთი დაზარალდა. ქვეყ­ნის მრა­ვალ სო­ფელ­ში ქუ­ჩე­ბი და­იტ­ბო­რა და წყლის დი­ნე­ბამ მან­ქა­ნე­ბი წა­ი­ღო. ბერ­ძე­ნი მაშ­ვე­ლე­ბი, მყვინ­თა­ვე­ბი და ჯა­რის და­ნა­ყო­ფე­ბი კი ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში. მაშ­ვე­ლებ­მა ჯამ­ში 800-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხეს. ძლი­ე­რი წვი­მე­ბი და მსხვერ­პლია ასე­ვე თურ­ქეთ­სა და ბულ­გა­რეთ­შიც. სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში სულ 14 გარ­დაც­ვლი­ლია.

saberzneti9-59270-1694438951.jpg

სა­ბერ­ძნეთ­ში წყალ­დი­დო­ბა ძი­რი­თა­დად კარ­დი­ცას ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქებ­ში იყო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში წყლის დო­ნემ 2 მეტრს გა­და­ა­ჭარ­ბა წყალ­დი­დო­ბა იყო ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­შიც, მთავ­რო­ბის სპი­კე­რის, პავ­ლოს მა­რი­ნა­კი­სის თქმით, 24 სა­ათ­ში მო­სულ­მა წვი­მამ ათე­ნის სა­შუ­ა­ლო წლი­ურ ნა­ლექს გა­და­ა­ჭარ­ბა.

780-athens-floods-marousi-660x330-1694438862.jpg

სა­ბერ­ძნეთ­ში წყალ­დი­დო­ბა გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ ტყის ხან­ძრებს კვალ­დაკ­ვალ მოჰ­ყვა. ხან­ძრებ­მა ტყი­სა და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ნად­გუ­რა, ასე­ვე გა­და­იწ­ვა სახ­ლე­ბი და და­ი­ღუ­პა 20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

საკმაოდ მძიმე ვითარებაა ჰონგ-კონგშიც, სადაც ბოლო 139 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმის მოვიდა. შეჩერებულია სკოლები. წყალდიდობის შედეგად მიღებული დაზიანებებით კი საავადმყოფოებს ასობით ადამიანმა მიმართა.

sssq-1694438984.png

www-1694438895.png ასულ მცირე 2000 ადამიანია დაღუპული ლიბიაში ხმელთაშუა ზღვისგან გამოწვეული წყალდიდობისა და ქარიშხლისგან. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის გაცხადებით, გარდა გარდაცვლილი და ამ დროისთვის უგზოუკლოდ დაკარგული ადამიანებისა, მათ უზარმაზარი მატერიალური ზარალი მიადგათ.

floods-in-ghat-libya-june-2019-municipality-of-ghat-343x187-1694439133.jpg

საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა ბულგარეთსაც. „წვიმა ღამით დაიწყო და უკვე დილიდან მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 11 ჯგუფი, მყვინთავების ორი ჯგუფი, რომლებმაც ხალხის ევაკუაცია დაიწყეს“ - განცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა რამდენიმე საათის წინ.

photo-verybig-221440-1694439110.jpg

bridge-flood-damage-september-2023-gov-800x445-1694439173.jpg

ბუნებრივია, ზარალის ოდენობა ჯერ საბოლოოდ დათვლილი არ არის, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით ის რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს.

ეკა დარჩიაშვილი