ვინსენტ ვან გოგის ნამუშევარი  აუქციონზე 66 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა

”ნიუ იორკ თაიმსის” ცნობით, ამ დრომდე უცნობია, ვინ გახდა ვან გოგის ნახატის ახალი მფლობელი

ნიუ იორკში, ”სოტბის” აქუციონზე ვინსენტ ვან გოგის ნამუშევარი 66 მილიონ დოლარად გაიყიდა.

”სოტბის” წარმომადგენელთა განცხადებით, ექსპერტებმა ვან გოგის მიერ 1888 წელს შესრულებული Les Alycamps, რომელზეც შემოდგომის პეიზაჟია გამოხატული, 40 მილიონ დოლარად შეაფასეს. თუმცა, აუქციონის მიმდინარეობისას აზიელმა კოლექციონერმა მასში 66,3 მილიონი დოლარი გადაიხადა.

”ნიუ იორკ თაიმსის” ცნობით, ამ დრომდე უცნობია, ვინ გახდა ვან გოგის ნახატის მფლობელი.

ჰოლანდიელი მხატვრის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი ”ექიმი გაშეს პორტრეტია”, რომელიც 1990 წელს ნიუ იორკში 82,5 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც დოლარის დღევანდელი კურსით 153 მილიონი დოლარია.

აუქციონზე გაყიდულ ფერწერულ ტილოებს შორის რეკორდი ფრენსის ბეკონს ეკუთვნის. ბრიტანელი მხატვრის მიერ 1969 წელს შექმნილი სამწლიანი ნამუშევარი, სახელწოდებით ”ლუსიენ ფროიდის სამი ესკიზი” 2013 წელს ნიუ იორკში, კრისტის აუქციონზე რეკორდულ 142,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.