მიმდინარე წელს ევროკავშირის ეკონომიკა 0.8%-ით გაიზრდება, ხოლო მომდევნო წელს 1.4%-ით, რაც ევროკომისიის მიერ შემცირებული პროგნოზია.
მაისში ბრიუსელში 2023 წლის ბოლოსთვის 1%-იან ეკონომიკურ ზრდას, ხოლო 2024-ში 1.7%-იან ზრდას ვარაუდობდნენ, შემცირება კი მაღალი ფასების გამო მომხმარებელთა ხარჯვისა და გერმანიის ეკონომიკური ზრდის შეფერხების შედეგია.
ახალი მონაცემები გერმანიის ეკონომიკის 0.4%-იან კლებას პროგნოზირებს, წინა პროგნოზი კი 0.2%-იანი ზრდა იყო. 2024 წელს გერმანიის ეკონომიკა მაინც გაიზრდება, მაგრამ მოსალოდნელზე უფრო ნაკლები ტემპით.
ევროკომისიის თანახმად, ინფლაცია ამ წელს 6.5%-მდე ჩამოვა, რაც წინა პროგნოზთან, 6.7%-თან შედარებით უფრო ნაკლებია, 2024-ში კი მაჩვენებელი 3,2% იქნება.
ამავდროულად, ევროპის ცენტრალური ბანკი ემზადება მონეტარული პოლიტიკასთან დაკაშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, შეამციროს თუ კვლავ გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის შესაკავებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა დროის მაქსიმუმიდან, 10.6%-დან ინფლაციამ დაიკლო, ევროზონაში მაჩვენებელი კვლავ მაღალ, 5.3%-იან ნიშნულზეა და მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის ცენტრალური ბანკის 2%-იან მიზნობრივ ნიშნულს.