არგენტინელმა საფეხბურთო ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ 10.8 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი შეიძინა სამხრეთ ფლორიდაში, კლუბ "ინტერ მაიამისთან" გახმაურებული კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
ტრანზაქცია უზრუნველყო მესის მენეჯერის, ალფონსო ნებოტ არმისენთან დაკავშირებულმა ფირმამ. 975 კვადრატული მეტრის სახლს აქვს 8 საძინებელი, სამ-მანქანიანი გარაჟი და აუზი. 2022 წლის მაისში საკუთრება 9 მილიონ დოლარად გაიყიდა.
აღსანიშნია, რომ "ინტერ მაიამის" სავარჯიშო DRV PNK სტადიონიდან სახლი 15 წუთის სავალზეა.
ცნობისთვის, არგენტინელი შემტევი ამერიკის ლიგა MLS-ში ამ წლის დასაწყისში გადავიდა და უკვე იქონია მნიშვნელოვანი გავლენა ფეხბურთზე აშშ-ში, კლუბს ლიგის თასი მოაგებინა, ახალი სპონსორები მოიზიდა და თამაშების ბილეთების გაყიდვებიც მკვეთრად დააჩქარა.