Apple ინდოეთში დამზადებულ iPhone-ს პირველად გაყიდის

პირველად Apple-ის არსებობის ისტორიაში, iPhone-ის ახალი მოდელი ინდოეთში დამზადდება.

Apple გეგმავს, ინდოეთში დამზადებული iPhone 15 სამხრეთ აზიურ ქვეყანასა და კიდევ რამდენიმე რეგიონში გაყიდოს გამოსვლის პირველ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოდელების უმეტესობა კვლავ ჩინეთში იქნება დამზადებული, ეს ინდოეთში iPhone-ის დამზადების პირველი შემთხვევა იქნება.

ეს ფაქტი ხაზს უსვამს ინდოეთის საწარმოო პოტენციალის ზრდას და Apple-ის მიერ ჩინეთის ბაზრის დატოვების სურვილს. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ფინანსური სტიმულები ადგილობრივი წარმოების გასაძლიერებლად და Apple-ის სტრატეგია, გავიდეს ჩინეთის ბაზრის მიღმა ვაშინგტონ-პეკინის სავაჭრო ომის ფონზე, დაეხმარა ინდოეთს უფრო მნიშვნელოვანი გახდეს iPhone-ის მიერ მწარმოებლების დივერსიფიკაციისკენ სწრაფვაში.

მოსალოდნელია, iPhone 15 იქნება მოწყობილობის ყველაზე დიდი განახლება ბოლო სამი წლის განმავლობაში. ის მოიცავს კამერის სისტემის განახლებას, ხოლო Pro მოდელები მიიღებენ გაუმჯობესებულ 3 ნანომეტრიან პროცესორს, რაც აუცილებელი იქნება გაყიდვების გასაზრდელად. Apple-მა აგვისტოში გაყიდვების კლების შესახებ გამოაცხადა მესამე კვარტალში, რაც გამოწვეულია მომხმარებელთა დაბალი მოთხოვნით ძირითად ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და ევროპა.

კახი ჩაკვეტაძე