როდის დაიწყება iPhone 15-ის გაყიდვა საქართველოში

Apple-მა უახლესი iPhone 15 უკვე წარადგინა. სმარტფონი ახალი მასალებითაა დამზადებული, აქვს გაუმჯობესებული კამერა და უფრო პროდუქტიულია. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ეს იქნება გასაღები ინერტულ ბაზარზე გაყიდვების ზრდისა.

როგორც წინა შემთხვევაში, კომპანიამ ახლაც 4 ახალი მოდელი გამოუშვა: iPhone 15, 15 Plus, 15 Pro და 15 Pro Max. სამ მათგანზე ფასები არ შეცვლილა და წინა წლის მსგავსად, საბაზისო მოდელის საწყისი ფასი $799 დოლარი იქნება. Pro ვერსიების ღირებულება $999-დან დაიწყება, თუმცა წინა წელთან შედარებით $100-ით ძვირი იქნება Pro Max და მისი ფასი $1,199-დან დაიწყება.

"ბიზნესპრესნიუსს" ტექნიკის ქართულ მაღაზიებში დაუდასტურეს, რომ ახალი მოდელების გაყიდვა საქართველოში, დაახლოებით, 2 კვირაში, 28 სექტემბრიდან დაიწყება.

მიიჩნევენ, რომ ახალი, განსაკუთრებით კი Pro მოდელები ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება 2020 წელს 5G iPhone-ების გამოსვლის შემდეგ.

iPhone 15-ს 5 ფერშია ხელმისაწვდომი და გაუმჯობესებული 48-მეგაპიქსელიანი კამერასთან ერთად A16 bionic ჩიპი ექნება. ამასთან, წინა წლისგან განსხვავებით, ყველა მოდელს ექნება ე.წ. დინამიკური კუნძული.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა USB-C პორტი, რამაც დამუხტვის სიჩქარე უნდა გაზარდოს. აქამდე iPhone-ები Lightning პორტებს იყენებდნენ, მაგრამ ევროპელმა კანონმდებლება აიძულეს კომპანიას სტანდარტულ პორტებზე გადასვლა.

Pro სერია 4 ფერში იქნება წარმოდგენილი, ტიტანის ჩარჩო ექნება და უფრო მსუბუქიც იქნება. ამავდროულად, მათში გამოყენებული A17 bionic ჩიპი ექნება, რომელიც Apple-ის მიერ შექმნილთაგან უძლიერესია.

iPhone-ის გარდა, კომპანიამ განახლებული Apple Watch-იც წარადგინა. Apple Watch Series 9-ის ფასი - $399-დან, Apple Watch SE-ის ფასი კი $249-დან დაიწყება.

კომპანია შემცირებული გაყიდვების გაზრდას და ამ ცვლილებებით მომხმარებლების მოზიდვას იმედოვნებს. ის ასევე პრობლემებს აწყდება ჩინეთში, სადაც მთავრობაში მომუშავეებს აკრძალული აქვთ კომპანიის მოწყობილობების გამოყენება, რამაც, შესაძლოა, ამერიკული ტექნოლოგიების მიმართ მომხმარებლებს უარყოფითი განწყობა გაუჩინოს.

აღსანიშნია, რომ iPhone-ის გაყიდვები არსებითაც მნიშვნელოვანია Apple-სთვის. მაგალითად, გასულ წელს, iPhone-ების გაყიდვით Apple-მა $205 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 52%-ია.

კახი ჩაკვეტაძე