ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვალეს საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.ბ. შემოვიდა, რომელსაც ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერება კოდეინის შემცველი პრეპარატები: 10 აბი აცეტამინოფენ 300/კოდეინ 10 (ACETAMINOPHEN 300/CODEIN 10), ასევე 20 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი ალპრაზოლამი ( ALPRAZOLAM 05) აღმოუჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.