მას შემდეგ, რაც Google-ი გლობალური მონოპოლისტი გახდა ინტერნეტ-საძიებო სისტემებში, სწორედ ამ ფაქტმა მიიყვანა ის აშშ-ის მთავრობის სარჩელამდე ტექნიკური გიგანტის წინააღმდეგ. პროცესი ვაშინგტონის სასამართლოში სამშაბათს დაიწყო და დაახლოებით 10 კვირა გაგრძელდება.
აშშ-ის ხელისუფლება სწორედ Google-ს ადანაშაულებს თავისი ძალაუფლებისა და პოზიციის ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ კი კონკურენციის ჩახშობისა და მისი პირობების დაწესებით ისეთი წამყვანი ტექნო-გიგანტებისთვის, როგორიცაა Apple-ი და Samsung-ი.
სარჩელის თანახმად, მათ აიძულებენ, დააინსტალირონ Google-ის საძიებო სისტემა საკუთარ მოწყობილობებზე.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სამი წელი დახარჯა ამ სარჩელის მომზადებაში, ხოლო Google-მა თავისი უფლებების დასაცავად მილიონობით დოლარი გაიღო და სამი გამოცდილი იურიდიული ფირმა დაიქირავა. კომპანიას სურს დაამტკიცოს, რომ ის დომინირებს ბაზარზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას საუკეთესო საძიებო სისტემა აქვს.
რას ამბობს აშშ-ის მთავრობა?
ხელისუფლება Google-ს ადანაშაულებს იმაში, რომ განიმტკიცა რა მსოფლიოში წამყვანი საძიებო სისტემის პოზიცია, საკმაოდ დიდი ფულის სანაცვლოდ მობილური ტელეფონებისა და ვებ ბრაუზერების მწარმოებლებთან მიაღწია შეთანხმებას, რომ მისი საძიებო სისტემა მოწყობილობებზე „ჩუმად“ დაინსტალირდეს.
მოსარჩელეების თქმით, კომპანიამ დაარღვია ანტიმონოპოლიური კანონები, რომლებიც ძალიან მკაცრია აშშ-ში.
აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ახლა არ მიიღება, Google-ი მომხმარებელთა არჩევანის შემცირებითა და ინოვაციების დათრგუნვით „კონკურენციის რყევას“ გააგრძელებს.
რა არგუმენტებს იყენებს Google-ი თავის გასამართლებლად?
კომპანია ამტკიცებს, რომ ისინი უბრალოდ აწვდიან მომხმარებლებს შესანიშნავ პროდუქტს და კონკურენტები მათ ჯერ ვერ უპირისპირდებიან.
„გუგლი, რა თქმა უნდა, არ არის ინტერნეტის კარიბჭე“, - თქვა კომპანიის წამყვანმა ადვოკატმა, ჯონ შმიდტლინმა თავის განცხადებაში და გაიხსენა, რომ ყველაზე ფართოდ გამოყენებული დესკტოპის ოპერაციული სისტემა შეერთებულ შტატებში - Bing, დამზადებულია Microsoft-ის მიერ, რომელმაც შექმნა საკუთარი საძიებო სისტემა, მაგრამ ამერიკელები უფრო ხშირად გამოიყენებენ Google-ს, მისი უმაღლესი ხარისხის გამო.
მართლაც, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები თანმიმდევრულად აჩვენებდა, რომ მომხმარებლები ძირითადად კმაყოფილნი არიან Google-ის საძიებო სისტემის მიერ მოწოდებული სერვისით, განსაკუთრებით სხვა ტექნიკური გიგანტების საძიებო სისტემებთან შედარებით.
სარჩელის პოტენციური შედეგები
Google-ის წინააღმდეგ სარჩელი ერთ-ერთი უკანასკნელია ტრანსნაციონალურ გიგანტებსა და ვაშინგტონის ხელისუფლებას შორის კონფლიქტების სერიაში.
ეს გვიჩვენებს თუ რამდენად ღრმად ჩანერგეს ეს კომპანიები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისინი ყველაფერში - დაწყებული ეროვნული უსაფრთხოებიდან, მოქალაქეების კონფიდენციალურობის დაცვით დამთავრებული.
შეერთებულ შტატებში, 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ხელისუფლება ებრძვის მონოპოლიებს, იქნება ეს თამბაქო, ფოლადი თუ ნავთობი, რადგან მნიშვნელოვანია მომხმარებლების ანუ მოქალაქეებისა და ამომრჩევლების უფლებების დაცვა.
ეს ბრძოლები აყალიბებს ამერიკის ეკონომიკის მიმართულებას მომავალი მრავალი ათწლეულის განმავლობაში.
მიმდინარე სამართლებრივი ბრძოლის შედეგი კი საკმაოდ ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.