საქართველოში საკვები და სასმელი პროდუქტების მთავარი იმპორტიორი და საექსპორტო ბაზარი რუსეთია - კიდევ სად ვყიდულობთ პროდუქციას

2023 წელს საქართველოში საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტი თითქმის 130 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, 2023 წელის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 903.2 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 774.01.

პარალელურად, გაზრდილია ექსპორტიც. 2023 წლის 7 თვეში ქვეყანამ 660.7 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქცია გაყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 516.2 მლნ აშშ დოლარის.

საკვები პროდუქტების მთავარი იმპორტიორი და საექსპორტო ბაზარიც რუსეთია.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ-5 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველომ მიმდინარე წლის 7 თვეში ყველაზე მეტი საკვები და სასმელი გაყიდა:

  • რუსეთი - 266.4 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 56.6 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი - 52.01 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 34.6 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 34.5 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ქვეყნა საიდანაც საქართველომ მიმდინარე წლის 7 თვეში ყველაზე მეტი საკვები და სასმელი პროდუქცია იყიდა:

  • რუსეთი - 225.01 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 108.7 მლნ აშშ დოლარი
  • ბრაზილია - 70.4 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 51.6 მლნ აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები - 36.6 მლნ აშშ დოლარი

შეგახსენებთ, 7 თვეში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 24.2%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 12.8% შეადგინა. საქართველომ რუსული პროდუქციის იმპორტში 1 მლრდ 088 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-ივლისში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 26.2%-ით, 416 201 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

თამარ მუკბანიანი