სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აპრილში 809 ინსპექტირება განახორციელა

აპრილის თვეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 809 ინსპექტირება განახორციელა, მათ შორისაა 590 გეგმური, 52 - არაგეგმური, გადამოწმდა 167 ბიზნესოპერატორი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  გასულ თვეში ინსპექტირებულია 19 სასაკლაო (გადამოწმდა 16), ხორცისა და ხორცპროდუქტების - 18, რძისა და რძის პროდუქტების - 19 (გადამოწმდა 4), თევზისა და თევზის პროდუქტების - 5, ნახევარფაბრიკატების - 33 (გადამოწმდა 5), მზა კერძების (გადამოწმდა 1), საკონდიტრო (გადამოწმდა 3), საკონსერვო - 1, პურისა და პურფუნთუშეულის - 2 (გადამოწმდა 7), თხილის (გადამოწმდა 3), უალკოჰოლო სასმელების (გადამოწმდა 4) წარმოებები; საზოგადოებრივი კვების 34 ობიექტი (რესტორანი, სასადილო, კაფე) - (გადამოწმდა 30), 8 საშაურმე (გადამოწმდა 3), 285 საბავშვო ბაგა-ბაღის კვების ბლოკი (გადამოწმდა 52), გადამოწმდა 3 სკოლის ბუფეტი, 3 საწყობი მაცივარი, 2 აგრარული ბაზარი (გადამოწმდა 3); 6 სადისტრიბუციო სასაწყობე მეურნეობა (გადამოწმდა 1), ხორცის სარეალიზაციო 202 ობიექტი (გადამოწმდა 16), 5 მარკეტი (გადამოწმდა 3), გადამოწმდა 8 საცხობი.

ლაბორატორიული კვლევით, სხვადასხვა დასახელების ხორცპროდუქტებში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა. აპრილში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად დაჯარიმდა 47 ბიზნესოპერატორი, მათ შორის 26-ს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი. ჯარიმის თანხამ 36 000 ლარი შეადგინა.