ფინეთი მსოფლიოში პირველ ციფრულ ტურისტულ პასპორტებს ტესტავს

ჰელსინკის აეროპორტი მსოფლიოში პირველ ციფრულ სამოგზაურო პასპორტებს ტესტავს, რომლებიც ევროპის გარშემო უფრო სწრაფი და ადვილი მოგზაურობისთვის შეიქმნა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ციფრული ტურისტული პასპორტები ამჟამად მხოლოდ ფინეთის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, რომლებიც ლონდონში, მანჩესტერში ან ედინბურგში მიფრინავენ.

მგზავრებმა ტელეფონზე უნდა ჩამოტვირთონ სპეციალური აპლიკაცია ციფრული პასპორტის მონაცემებით, რომელიც სასაზღვრო სამსახურს გამგზავრებამდე უნდა გაეგზავნოს. ახალი ტექნოლოგიების დახმარებით მოგზაურები ფინეთის აეროპორტში თავიდან აიცილებენ დოკუმენტაციით დროის გაჭიანურებას და სასაზღვრო კონტროლს ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად გაივლიან.

თუმცა მგზავრებმა ქაღალდის პასპორტები მაინც უნდა იქონიონ თან, რადგან გაერთიანებული სამეფოს სასაზღვრო სამსახური ჯერ მხოლოდ ასეთი დოკუმენტებით მუშაობს.

ექსპერიმენტი 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მისი შედეგები შეფასდება.

აღსანიშნავია, რომ იგივე ტექნოლოგიის ზაგრების აეროპორტში დატესტვას წელს ხორვატიაც გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ