ყველა სტატუს შეჩერებულ სტუდენტს დავალიანება გაუნულდება - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია 30 000 სტუდენტზე, რომლებსაც ჯამში 40 მლნ ლარის დავალიანება აქვთ.
„სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა. 40 მლნ ლარის დავალიანებაა. მინდა მივმართო ჩვენს მინისტრებს - განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს, რომ შედგეს კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მიეცეთ, საშუალება კვლავ შეძლონ გააგრძელონ სწავლა”, - განაცხადა პრემიერმა.