შოვსა და გურიაში გარდაცვლილის ოჯახებს მთავრობა ერთჯერადად 20 ათას ლარს გადასცემს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე წუთის განაცხადა.
„შოვსა და გურიაში მოხმდარ ტრაგედიას მინდა შევეხო. შოვში 32 ჩვენი მოქალაქე, ხოლო გურიაში 3 შეეწირა სტიქიას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილი ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, გურიაში ბევრს დაუზიანდა სახლები, ამ საკითხზეც გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა ან გამოუსადეგარი გახდა, ყველას განსახლება მოხდება და ან ახალი სახლი გადაეცემათ ან თანხას მივცემთ და თავად შეიძენენ სახლებს," - აღნიშნა ღარიბაშვილმა.