EBRD-ის ბიზნესფორუმს ბრინჯაოს სპონსორობას სილქნეტი გაუწევს

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმში მონაწილეობის მიღების მიზნით, თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა. ღონისძიების მაღალ დონეზე წარმართვისათვის სახელმწიფოსთან ერთად ბიზნეს კომპანიებიც ჩაერთნენ. მათ შორისაა, სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი ”სილქნეტი”, რომელიც ფორუმის ბრინჯაოს სპონსორია.

”EBRD-ის ბიზნესფორუმი კავკასიაში პირველად ეწყობა და მაღალი რანგის სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობების გაცნობის საშუალებას აძლევს. დასაფასებელია, რომ ამ ღონისძიების ჩასატარებლად თბილისია შერჩეული და სილქნეტი, როგორც მხარდამჭერი, აქტიურად იქნება ჩართული ფორუმის საქმიანობაში”, - აცხადებენ კომპანიაში. 14-15 მაისს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თბილისი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება.

R