ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, მიმდინარე წელს, 20 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება 23 მლნ ლარით, საიდანაც 20 მლნ ლარი გათვალისწინებულია ანაკლიის პორტის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, რომელიც მიმდინარე წელს დაიხარჯება. 3 მლნ ლარი კი მიემართება ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარებას”, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.