საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287 მლნ აშშ დოლარი (752.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.1%-ით (47.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამ თვეშიც ყველაზე მეტი, 60.3 მლნ დოლარის გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა, რაც 45.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მთლიან გზავნილებში რუსეთის წილი 21%-ია.
მეორე ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს (წლიური ზრდა 23%), მესამეზე ამერიკაა 40.2 მლნ დოლარით (ზრდა 37.6%), მეოთხეზე გერმანია 20.4 მლნ დოლარით, (ზრდა 33%), ხოლო მეხუთე ადგილს საბერძნეთი იკავებს 20 მლნ დოლარით (ზრდა 6%).
ამავდროულად, 2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ აშშ დოლარი (76.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოს (29.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.