ულტრამდიდრებში ყველაზე პოპულარული ქალაქი ჰონგ კონგია

კვლევითი კომპანია Wealth-X-ის მონაცემებით, პლანეტის, თითქმის, 400 ათასი მოსახლიდან, რომლის კაპიტალიც 30 მლნ დოლარს აჭარბებს, ყველაზე დიდი რაოდენობა, ანუ 12 615 ადამიანი თავის სახლად ჰონგ კონგს მიიჩნევს.

იმის მიუხედავად, რომ 2022 წელს ჰონგ კონგში ასეთი მოქალაქეები, თითქმის, მეოთხედით შემცირდა, ნიუ-იორკი რეიტინგში მაინც მეორე ადგილზე დარჩა, სადაც 11,845 უმდიდრესი ადამიანი ცხოვრობს. ის არის ერთ-ერთი აშშ-ის ხუთი ქალაქიდან, სადაც მდიდარი ადამიანების 15% ცხოვრობს და რომლებიც რეიტინგის ტოპ 10-ში მოხვდნენ.

წლის განმავლობაში უმდიდრესი მცხოვრებლების რაოდენობა სან-ფრანცისკოში, ჩიკაგოსა და სინგაპურში გაიზარდა, სადაც დაფიქსირებული 13%-იანი ზრდა კვლევაში შეტანილი ქალაქებიდან ყველაზე მეტია.

ამის საპირისპიროდ, სუპერმდიდრების რაოდენობა 3,6%-ით შემცირდა ლონდონში, ხოლო პარიზსა და ტოკიოში კლება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. კერძოდ, საფრანგეთის დედაქალაქში უმდიდრესი მცხოვრებლების რაოდენობა 18,1%-ით, ხოლო ტოკიოში 27%-ით შემცირდა.

კვლევის თანახმად, 2022 წელს სუპერმდიდრების რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით, 5,4%-ით შემცირდა და მან 395,07 ათასი ადამიანი შეადგინა. მათი მთლიანი ქონება 5,5%-ით, ანუ 45,4 ტრლნ დოლარამდე დაეცა. მკვლევარების შეფასებით, ულტრამდიდარი ადამიანების რაოდენობის შარშანდელი კლება 2015 წლის შემდეგ ყველაზე დიდი იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ