ინგლისში საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმები, მათ შორის განქორწინების რეფორმა ხორციელდება. ეს მიზნად ისახავს ინგლისის და პირველ რიგში, ლონდონის „სასამართლო ტურიზმის“ სახეცვლილებას, რომელსაც ბოლო დროს ჩრდილი მიადგა.
აღსანიშნავია რომ ლონდონში უამრავი ხმაურიანი განქორწინება მოხდა.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ლონდონი განქორწინების ნამდვილ დედაქალაქად დარჩა. ყოველშემთხვევაში, ასეა ძალიან მდიდარი წყვილებისთვის. ეს განპირობებულია ინგლისური მართლმსაჯულების თავისებურებებით. სასამართლოები აქ მიდრეკილნი არიან მიიღონ გადაწყვეტილება ქონების თანაბრად გაყოფის შესახებ, თანაც იმის გათვალისწინების გარეშე, თუ რომელმა მეუღლემ მოიპოვა სიმდიდრე ქორწინებამდე.
ლონდონში განქორწინების საქმეზე ყველაზე დიდი თანხაა 773 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც სასამართლომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერ მინისტრისა და მმართველის შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმის მეუღლეს ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინს დააკისრა. ეს გადაწყვეტილება 2021 წლის დეკემბერში იქნა მიღებული და წინ უძღოდა სკანდალი.
2019 წელს ჰაია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებიდან შვილებთან ერთად დიდ ბრიტანეთში გაიქცა, შემდეგ კი მისი ქალიშვილის იძულებითი ქორწინებისგან, ასევე ქმრის მხრიდან შევიწროებისა და მუქარისგან დაცვა ბრიტანეთის მართლმსაჯულებას სთხოვა.
მეორე ადგილზეა თითქმის 584 მილიონ დოლარიანი დავა. ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუს მილიარდერ ფარხად ახმედოვს ყოფილი ცოლისთვის უნდა გადაეხადა.
მესამე ადგილი - 444 მილიონი დოლარიანმა განქორწინებამ დაიკავა. რომელიც ყოფილ “მის დიდ ბრიტანეთს“, კირსტი ბერტარელს იტალიელ-შვეიცარიელ მილიარდერ ერნესტო ბერტარელისგან გადაეცა.
ლონდონური განქორწინების ხუთეულში ასევე შედის კუპერ-ჰონის წყვილის განქორწინება, როდესაც ბრიტანელმა მილიარდერმა მეუღლეს 428 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა.
თუმცა, ვითარება შეიძლება მალე შეიცვალოს. წელს, ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სამართლის კომისია, რომელიც კანონების შეცვლის შესახებ წინადადებას წარადგენს, განიხილავს ქონების 50/50 გაყოფის წესებს.
წყარო: kommersant.ru