მილიარდერი ოჯახები, რომლებზეც მედია თითქმის არაფერს წერს

მსოფლიოს 50 ყველაზე შემოსავლიანი ოჯახი ერთობლივად 4 ტრილიონ დოლარზე მეტს ფლობს, თუმცა მათ შესახებ საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის. არსებობს ოჯახები, რომლებიც მედიას და საჯაროობას ერიდებიან. წარმოგიდგენთ მათ:

111111111-1694778241.jpg

ალ-საბას ოჯახი, ქუვეითი: 360 მილიარდი დოლარი

დაახლოებით, 1 000 წევრისგან შემდგარი ალ-საბაჰის დინასტია ქუვეითში ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მეფობდა. ოჯახის ყოფილი უფროსი იყო ერის ემირი შეიხ საბაჰ IV აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი.

ის 2020 წელს გარდაიცვალა, მისი მემკვირდე კი ნავაფ ალ-აჰმად ალ-ჯაბერია. 1991 წელს კლანის სიმდიდრე, რომლის დიდი ნაწილი შეერთებული შტატების აქციებთანაა დაკავშირებული, ჟურნალმა Time-მა 90 მილიარდ დოლარად შეაფასა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ მათი ქონება ოთხჯერ გაიზარდა.

222222-1694778252.jpg

ალ თანის ოჯახი, ყატარი: 335 მილიარდი დოლარი

ტანის სახლი ყატარში მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან არის მმართველი ოჯახი.

ოჯახი აკონტროლებს ქვეყნის 328 მილიარდი დოლარის სიმდიდრეს, რომელსაც აქვს აქტივები, მათ შორის ლონდონის ცათამბჯენის Shard და Harrods-ის უნივერმაღებში.

333333-1694778265.jpg

ალ ნაჰიანის ოჯახი, აბუ დაბი: 300 მილიარდი დოლარი

ნაჰიანის სახლი 1793 წლიდან აბუ დაბის მმართველი სამეფო ოჯახია, რომლის ქონება დაახლოებით, 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ქონების დიდი ნაწილი ნავთობიდან მოდის, ოჯახი ასევე ფლობს მანჩესტერ სიტის საფეხბურთო კლუბს და ინვესტიცია აქვს ჩადებული ელონ მასკის SpaceX-ში.

444444-1694778397.jpg

უოლტონის ოჯახი, აშშ: 257,7 მილიარდი დოლარი

ამერიკის ყველაზე შემოსავლიანი ოჯახი უოლტონები არიან, რომლებიც აკონტროლებენ მსოფლიოს უდიდესი საცალო ვაჭრობის 47%-ს.

55555-1694778382.jpg

ელისონის ოჯახი, აშშ: 140,7 მილიარდი დოლარი

Oracle Corporation-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე ლარი ელისონი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ტექნიკური მეწარმეა.

მისი ორივე შვილი გამორჩეულია კინოინდუსტრიაში.

66666-1694778288.jpg

საუდის ოჯახი, საუდის არაბეთი: 105 მილიარდი დოლარი

საუდის სახლი, რომელიც 1744 წლიდან მართავს ქვეყანას, შეფასებულია 105 მილიარდ დოლარად.

ითვლება, რომ გიგანტურ ოჯახს დაახლოებით 15,000 წევრი ჰყავს და მათი მთლიანი წმინდა ღირებულება 1.4 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი