დარგები, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასებია საქართველოში

2023 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1 პროცენტით ანუ 263.2 ლარით გაიზარდა და 1 804.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობითვე, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 799.8 ლარი;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 181.4 ლარი;
  • მშენებლობა - 2 590.3 ლარი;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 525 ლარი.

ხოლო შედარებით დაბალი ხელფასი 2023 წლის მე-2 კვარტალის მონაცემებით ფიქსირდება შემდეგ დარგებში:

  • სოფლის, სატყეო და სათევზე მეურნეობა - 1 277.3 ლარი;
  • წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა - 1 149.7 ლარი;
  • განათლება - 1 048.7 ლარი.
თაია არდოტელი