Apple-ი საფრანგეთისთვის iPhone 12-ის სისტემურ განახლებას გამოუშვებს, რათა შეამციროს რადიაციის დონე, რომელიც ფრანგულ ნორმას აღემატება

კომპანია Apple-ი საფრანგეთში iPhone 12-ის პროგრამულ უზრუნველყოფას განაახლებს, რამაც სმარტფონიდან გამოსხივების დონე უნდა შეამციროს. ამის შესახებ ქვეყნის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრმა, ჟან-ნობელ ბარომ განაცხადა. კომპანიის განცხადებით, განახლება მხოლოდ საფრანგეთზე ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს სპეციალური ტესტირების პროტოკოლი.

საინფორმაციო სააგენტო France Press-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში Apple-მა თქვა, რომ საფრანგეთში რადიაციის გამოვლენა „დაკავშირებულია საფრანგეთის რეგულატორების მიერ გამოყენებული სპეციფიური ტესტირების პროტოკოლთან და უსაფრთხოების საკითხს არ წარმოადგენს“.

კომპანიის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დაბალი ინტენსივობის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედება საზიანოა ადამიანისთვის.

„iPhone 12 აკმაყოფილებს ემისიების გლობალურ რეგულაციებს, მაგრამ კომპანია „გამოუშვებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას საფრანგეთის მომხმარებლებისთვის, რათა შეესაბამებოდეს პროტოკოლს, რომელსაც საფრანგეთის მარეგულირებლები იყენებენ “, -ნათქვამია Apple-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ iPhone 12 პირველად 2020 წლის სექტემბერში გამოვიდა და კვლავ იყიდება მთელს მსოფლიოში.

საფრანგეთში iPhone 12-ის გაყიდვები მას შემდეგ შეჩერდა, რაც მარეგულირებელმა ელექტრომაგნიტური გამოსხივების სიჭარბე აღმოაჩინა.

პრობლემის მოგვარება Apple-ს 2 კვირის ვარადაში მოსთხოვეს.

უკანასკნელი ცნობით, ბელგიამ განაცხადა, რომ iPhone 12-თან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პოტენციურ რისკებს განიხილავს.

ეკა დარჩიაშვილი