რუსეთში ზეთის წარმოება შესაძლოა, 7 მილიონ ტონამდე, ექსპორტი კი 4,2 მილიონ ტონამდე გაიზარდოს

რუსეთში მზესუმზირის ზეთის წარმოებამ 2023/24 წლების სექტემბერ-აგვისტოს პერიოდში შესაძლოა, 7 მილიონ ტონას მიაღწიოს. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია „პროზერნოს“ გენერალური დირექტორი, ვლადიმერ პეტრიჩენკო პროგნოზირებს.

მისი თქმით, ზეთის წარმოების ეს მოცულობა 4,2 მლნ ტონა ექსპორტის საშუალებას გააჩენს, თუმცა ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ექსპორტმა შესაძლოა, 4,4 მლნ ტონასაც მიაღწიოს.

პეტრიჩენკო მოელის, რომ წელს მზესუმზირის მარცვლის მოსავალმა შესაძლოა, რეკორდი განაახლოს და 16,6 მილიონ ტონას მიაღწიოს, მაშინ, როცა 2022 წელს 16,4 მილიონი ტონა მოსავალი მოვიდა.

სააგენტო OleoScope-ის მონაცემებით, 2022/23 წლების სეზონზე რუსეთიდან მცენარეული ზეთების ექსპორტმა 6,05 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა სეზონზე 33%-ით მეტია. მათ შორის, მზესუმზირის ზეთის ექსპორტის მოცულობა 26%-ით, 3,84 მლნ ტონამდე, სოიოს ზეთის 18%-ით, ანუ 662 ათას ტონამდე, ხოლო რაფსის ზეთის წარმოება 69%-ით, 1,52 მლნ ტონამდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ