დასავლურ კომპანიებს რუსეთიდან მილიარდობით დოლარის მოგება ვერ გააქვთ - FT

დასავლურმა კომპანიებმა, რომლებმაც გააგრძელეს ოპერაციები რუსეთში უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, მილიარდობით დოლარის მოგება გამოიმუშავეს, თუმცა კრემლი მათ ამ თანხებზე წვდომის საშუალებას არ აძლევს. ინფორმაციას FT ავრცელებს.

კიევის ეკონომიკური სკოლის მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს რუსეთში უცხოური კომერციული ორგანიზაციების 20-მილიონიანი მოგებიდან 18 მილიონი "არამეგობრული" ქვეყნების კომპანიებზე მოდიოდა, ხოლო შემოსავლების ოდენობა 199 მილიარდ დოლარს აღწევდა.

ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირში დაფუძნებული კომპანიების ადგილობრივი შემოსავლები რუსეთშია გაჭედილი კრემლის მიერ დივიდენდების გადახდის აკრძალვის შემოღების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ტრანზაქციები გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს, სახსრების გატანის ნებას კომპანიებს იშვიათად აძლევენ.

შემოსავლებისა და მოგების სიდიდე არა მხოლოდ უცხოური კომპანიების მნიშვნელობაზე მიუთითებს რუსეთის ეკონომიკისთვის, არამედ დილემაზეც, რომელსაც ეს კომპანიები აწყდებიან ოპერაციების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ბევრი ბიზნესი ცდილობს რუსული შვილობილი კომპანიების გაყიდვას, თუმცა ამგვარი გარიგებები მოსკოვის დასტურს საჭიროებს და ისიც, მკვეთრი ფასდაკლებებით. ბოლო დღეებში British American Tobacco-მ და შვედურმა Volvo-მ გაასაჯაროვეს გადაწყვეტილება ადგილობრივ მფლობელებზე აქტივების მიყიდვის შესახებ.

რუსეთში დარჩენილი ბიზნესებიდან ყველაზე დიდი, 2 მილიონ დოლარიანი მოგება დააფიქსირა ავსტრიულმა ბანკმა Raiffeisein, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ამ თანხაზე წვდომა არ აქვთ. შემდეგ მოდიან Philip Morris 775 მილიონიანი მოგებითა და PepsoCp 718 მილიონიანი მოგებით.

ამასთან, ამერიკაში დაფუძნებულმა კომპანიებმა ყველაზე მეტი მოგება გამოიმუშავეს - 4.9 მილიარდი დოლარი. გერმანულმა, ავსტრიულმა და შვეიცარიულმა კომპანიებმა, შესაბამისად, 2.4 მილიარდი, 1.9 მილიარდი და 1 მილიარდი დოლარი.

ზოგიერთმა კომპანიამ შეზღუდვების გვერდის ავლა მოახერხა, თუმცა დანარჩენები, მათ შორის, მეგობრული ქვეყნების, მაგალითად, ინდური კომპანიები მოგების გატანას კვლავ ვერ ახერხებენ.

კახი ჩაკვეტაძე