ნავთობის ფასი 10-თვის მაქსიმუმზეა და ზრდას განაგრძობს, რასაც OPEC-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ბაზარზე მიწოდების შემცირება იწვევს. ამის გამო გაზრდილია ინფლაციური წნეხის გაძლიერების რისკიც.
ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მარკა Brent-მა ნოემბრის შემდეგ პირველად გადააჭარბა 95 დოლარს გადააჭარბა ბარელზე, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა და რუსეთმა შეამცირეს წარმოება. ამ ვითარებამ წარმოშვა მოლოდინი, რომ ნავთობის ფასი, შესაძლოა, კვლავ 100 დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდეს.
ივნისის შუა რიცხვებიდან ნედლი ნავთობი, დაახლოებით, მესამედით გაძვირდა, რადგან რიადმა და მოსკოვმა ექსპორტი შეამცირეს ფასების აღდგენის მიზნით. მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკაში, აშშ-სა და ჩინეთში პერსპექტივის გაუმჯობესებამ ასევე განაპირობა ფასების ზრდა.
ენერგორესურსების ხარჯების მატება, როგორც წესი, ინფლაციასაც ზრდის, რაც ართულებს ამოცანას წამყვანი ცენტრალური ბანკისთვის, რომელთაგან ბევრი ახლა განაკვეთებს ზრდის ინფლაციის შესაჩერებლად. ამერიკის ფედეალურმა რეზერვმა გადაწყვეტილება 19-20 სექტმბერს უნდა მიიღოს.
ნავთობის ფასები გამოწვევაა ბაიდენის ადმინისტრაციისთვისაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რადგან ძვირადღირებული ნავთობის მიწოდებით გაძვირებული ბენზინი ამერიკელ ამომრჩეველზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.