2023 წლის აგვისტოში საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი შემცირდა, საერთო მაჩვენებელი კი გაიზარდა.
კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი 13.3 მლნ აშშ დოლარიდან 781.9 ათას აშშ დოლარამდე, 94%-ით შემცირდა. ამავდროულად, საერთო მაჩვენებელი 186.9 მლნ აშშ დოლარიდან 190.5 მლნ აშშ დოლარამდე, 1.9%-ით გაიზარდა.
აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნები არიან:
თუ 2023 წლის 8 თვეში განხორციელებულ ექსპორტს გადავხედავთ, საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ამ პერიოდში 94.2%-ითაა გაზრდილი - გასული წლის იანვარ-აგვისტოში თუ 34.3 მლნ აშშ დოლარის მანქანები მივყიდეთ ჩრდილოეთ მეზობელს, წელს, ანალოგიურ პერიოდში, მაჩვენებელი 66.6 მლნ აშშ დოლარია.
რაც შეეხება მთლიან ექსპორტს, მიმდინარე წლის 8 თვეში ის 178.1%-ით, 492.1 მლრდ აშშ დოლარიდან 1.4 მლრდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
იანვარ-აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნები არიან:
აღსანიშნია, რომ მიმდინარე წელს 98%-ითაა გაზრდილი იმპორტიც და 1.96 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მთავარი იმპორტიორები აშშ, იაპონია და გერმანია არიან.