პაპუნა ლეჟავამ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა

პაპუნა ლეჟავამ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა. აღნიშნული დაადასტურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

"პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომ დაწერა განცხადება პოსტის დატოვების შესახებ. ძალიან სამწუხაროა. კარგი პროფესიონალი არის. შეიძლება სხვადასხვა პიროვნებას ჰქონდეს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როდესაც საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ კონსტიტუციის აღსრულებას, მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. აქ ჩემი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი და შეუქცევადი,"- აღნიშნა თურნავამ.

თაია არდოტელი