გლობალურმა ვალმა წლის პირველ ნახევარში რეკორდულ 307 ტრლნ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას Financial Times საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (IIF) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მთლიანი დავალიანება, მათ შორის, მთავრობების, კომპანიებისა და საოჯახო ვალდებულებები წლის პირველ ექვს თვეში 10 ტრლნ დოლარით გაიზარდა, რამაც წინა, ანუ 2022 წლის დასაწყისში დაფიქსირებული მაქსიმუმი განაახლა.
მშპ-ის პროცენტის სახით გლობალური ვალი იანვარ-ივნისში 2%-ით, 336%-მდე გაიზარდა, რისი რეკორდიც, ანუ 360% კორონავირუსის პანდემიის დროს დაფიქსირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ