თურქეთი განვითარებული ქვეყნების კატეგორიაში 2026 წელს შევა, როგორც ეს მსოფლიო ბანკის მიერ არის განსაზღვრული.
ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა და ხაზინის მინისტრ მეჰმედ შიმშეკმა მსოფლიო თურქული ბიზნესსაბჭოს კონგრესზე განაცხადა, რასაც Yenişafak ავრცელებს.
მინისტრის თქმით, წელს თურქეთის ეკონომიკა, დაახლოებით, 1,1 ტრლნ დოლარს შეადგენს.
„საგადასახადო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ჰარმონიულად წარიმართება. რადგან ინფლაციასთან მხოლოდ მონეტარული პოლიტიკით ბრძოლა არ შეიძლება,“ - ხაზგასმით აცხადებს შიმშეკი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ