რა ღირს დოლარი და ევრო კომერციულ ბანკებში

ლარის ისევ უფასურდება. თბილისის დროით 16:00 საათისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.6763 ლარად ივაჭრება. ამავე დროის მონაცემებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.7000- დან 2.7450 ლარამდე მერყეობს, ხოლო, 1 ევროს - 2.8800-დან - 2.9660 ლარამდე.

უფრო კონკრეტულად, თიბისი ბანკში ერთი დოლარის შეძენა 2.7400 ლარად არის შესაძლებელი, 1 ევროს - 2.9480 ლარად, საქართველოს ბანკში 1 დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ევროსი - 2.924 ლარი, ლიბერთი ბანკში 1 დოლარი - 2.7450 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.9660 ლარი, ტერაბანკში 1 დოლარი 2.7000 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.8800 ლარი, ქართუ ბანკში 1 დოლარი - 2.7150 ლარია, 1 ევრო - 2.9300 ლარი, პროკრედიტ ბანკში კი, 1 დოლარის ღირებულება 2.7350 ლარს შეადგენს, 1 ევროსი - 2.9410 ლარს.

ნინი ქეთელაური