სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.

"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისათვის, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.