აშშ-ს სახაზინო ობლიგაციები, კანადის და იაპონიის ეროვნული ობლიგაციები - სად ინახება საქართველოს საერთაშორისო რეზერვები

2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 5 436 841 400 დოლარს შეადგენს. სებ-ის სტატისტიკური მონაცემებით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და 2023 წლის 31 აგვისტოსთვის ეს ნაწილი 4.980 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3.826 მლრდ დოლარი და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1.154 მლრდ დოლარი.

ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამჟამად საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5 მილიარდ დოლარს აღემატება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ ობლიგაციებშია განთავსებული. სებ-ის 2022 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რეზერვების ყველაზე დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებშია განთავსებული და მას შესაბამისი საპროცენტო სარგებელიც ერიცხება. საქართველოს რეზერვები დაცულია კანადის და იაპონიის ეროვნულ ობლიგაციებშიც, ასევე EIB-ის, EBRD-ის, ADB-ის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, სად ინახება საქართველოს საერთაშორისო რეზერვები: (ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური ანგარიში ეროვნულ ვალუტაში არის წარმოდგენილი, შესაბამისად, განთავსებული აქტივების მოცულობაც მითითებულია ლარში)

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები:

  • US Department of the Treasury, Washington – 5,485 მილიარდი ლარი;
  • Government of Canada, Ottawa – 343,123 მილიონი ლარი;
  • Bank of Japan, Tokyo – 172,194 მილიონი ლარი.

სუპრანაციონალური ფასიანი ქაღალდები:

  • European Investment Bank, Luxembourg – 264,265 მილიონი ლარი;
  • Asian Development Bank, Manila – 112,173 მილიონი ლარი;
  • European Stability Mechanism – 104,878 მილიონი ლარი;
  • Bank for International Settlements, Basle – 94,291 მილიონი ლარი;
  • Inter-American Development Bank, Washington D.C. – 69,571 მილიონი ლარი;
  • African Development Bank, Abidjan – 67,211 მილიონი ლარი;
  • International Bank for Reconstruction & Development, Washington – 25,946 მილიონი ლარი;
  • New Development Bank, Shanghai – 5,685 მილიონი ლარი.

სააგენტოს და სხვა ფასიანი ქაღალდები:

  • Kommuninvest I Sverige AB, Orebro – 105,977 მილიონი ლარი;
  • CPPIB Capital Inc, Toronto - 86,104 მილიონი ლარი;
  • Kreditanstalt fuer Wiederaufbau, Frankfurt - 84,065 მილიონი ლარი;
  • Erste Abwicklungsanstalt, Dusseldorf - 78,323 მილიონი ლარი;
  • Svensk Exportkredit AB, Stocholm - 75,254 მილიონი ლარი;
  • Japan Bank for International Cooperation, Otemachi - 74,666 მილიონი ლარი;
  • Nederlandse Waterschapsbank N.V. - 68,789 მილიონი ლარი;
  • Korean Development Bank - 61,687 მილიონი ლარი;
  • Province of Alberta Canada - 48,282 მილიონი ლარი;
  • North Rhine-Westphalia - 43,968 მილიონი ლარი;
  • Bank Nederlandse Gemeenten, Den Haag - 41,868 მილიონი ლარი;
  • OMERS Finance Trust - 38,466 მილიონი ლარი;
  • Oesterreichische Kontrollbank AG, Vienna - 36,417 მილიონი ლარი;
  • Province of Ontario Canada, Toronto - 36,167 მილიონი ლარი;
  • Province of Quebec Canada, Quebec - 31,673 მილიონი ლარი;
  • Landeskreditbank Baden-Wuerttemberg Foerderbank - 28,925 მილიონი ლარი;
  • CDP Financial In, Montreal - 28,770 მილიონი ლარი;
  • სხვა - 95,123 მილიონი ლარი.

საერთაშორისო რეზერვები ქვეყნების ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია.

ელზა წიკლაური