პანდემიის შემდეგ, ევროპაში ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმნდინარეობს. როგორც Eurostat-ის მონაცემებით ვგებულობთ, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, 2023 წლის პირველი ნახევარში ევროპული სასტუმროები ყველაზე მეტად იყო დატვირთული.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტურისტულ ობიექტებში 1,9 მილიარდი ადამიანი დაფიქსირდა, ეს კი თითქმის 11 მილიონით მეტია, ვიდრე ამავე პერიოდში პანდემიამდე, 2019 წელს. ამას გარდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღამისთევების რაოდენობა 136 მილიონით მეტი იყო.
Eurostat-ის მონაცემებით, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა იანვარსა (+45%) და თებერვალში (+27%).
ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ღამისთევების ზრდა არ დაფიქსირებულა, უნგრეთია (-0,3%).
ევროკავშირის ქვეყნების დაახლოებით ნახევარს ჯერ არ მიუღწევია 2019 წლის პანდემიამდელი დონისთვის. შესაბამისად, ლატვიაში ტურისტების რიცხვი იანვარ-ივნისში 23,8%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სლოვაკეთში - 16%-ით, უნგრეთში - 12,2%-ით, ლიეტუვაში - 11,7%-ით.
Eurostat-ის მონაცემებით, ღამისთევათა რაოდენობის აქტიური ზრდა საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას უკავშირდება. გასულ წელთან შედარებით უცხოელი ტურისტების ღამისთევა 22,5%-ით, ხოლო შიდა ტურისტების - 5,8%-ით გაიზარდა.