თურქეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აგრძელებს და ამჯერად საპროცენტო განაკვეთებს 500 საბაზისო პუნქტით, 30%-მდე ზრდის.
ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, ქვეყანა მიზნად ისახავს რამდენიმე წლის განმავლობაში მზარდი ინფლაციის შემცირებასა და მკვეთრად დასუსტებული ვალუტის გამყარებას, რაც წინა წლებში პრეზიდენტ ერდოღანის მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
აღსანიშნია, რომ ლირა დოლართან მიმართებით წლის დასაწყისიდან დღემდე 30%-ით გაუფასურდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ღირებულების 78% დაკარგა.
ივნისში თურქეთმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაზარდა, რაც ახალი ეკონომიკური გუნდის შედეგია.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკა განაკვეთების ზრდას ეწინააღმდეგებოდა და 2021 წელს 8.5% შეადგინა რეფინანსირების განაკვეთმა, რის გამოც, ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა და 80%-ს მიაღწია, წლევანდელ ივნისში კი 40%-მდე ჩამოვიდა პოლიტიკის ცვლილების შედეგად.