2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.